საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ჩინური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუო ჰიუბომ მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, ჩინეთის კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები; ასევე, ჩინეთის სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის დელეგაცია: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ვუ იადონგი, ხელოვნების კოლეჯის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჰუანგ ლეი, ბიოინჟინერინგის კოლეჯის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მა იუ, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსის მოადგილე, პროფესორი ფუ ქვინგშენი.

სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ჩინური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუო ჰიუბომ სამომავლო სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის ასპექტები დააზუსტეს და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა-გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტი იზრუნებენ, შეიმუშაონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სალექციო კურსები, განახორციელონ სამეცნიერო კვლევები, ხელი შეუწყონ პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მობილობის პროცესს. მხარეები, ასევე, იმუშავებენ გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი კულტურული აქტივობების დაგეგმვის მიმართულებით.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს თანამშრომლობის მყარი საფუძველი აქვთ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩვენი კოლაბორაცია ორივე უნივერსიტეტისთვის დადებით შედეგს გამოიღებს და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდის“, - განაცხადა სტუ-ის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.

სტუ-ის ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია დაათვალიერა, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ასევე, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარ წიგნთსაცავს, რარიტეტულ გამოცემებსა და ისტორიულ საარქივო მასალებს გაეცნო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა