ქვეყნის ცხრა ქალაქი შაბათ-კვირას „მუსიკალურ საღამოებს" უმასპინძლებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რეგიონებში „მუსიკალური საღამოები“გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებებს 24 ივნისს თეთრიწყაროს, ნინოწმინდის, ლაგოდეხის, ფოთის და ბათუმის მუნიციპალიტეტები, ხოლო 25 ივნისს ახალქალაქის, ყვარლის, ლანჩხუთის და შუახევის მუნიციპალიტეტები უმასპინძლებენ.

"მუსიკალური საღამოების" ფარგლებში, რომელიც ყველა ქალაქში 19:00 საათიდან დაიწყება, სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვებში, საბავშვო გასართობ შოუებში. დღის ბოლოს კი საღამო თბილისიდან მიწვეული მომღერლების და მუსიკალური ჯგუფების გრანდიოზული კონცერტებით დასრულდება.

“მუსიკალური საღამოები“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანში ყოველ შაბათ-კვირას იმართება, ღონისძიებები ქვეყნის რვა ქალაქში უკვე ჩატარდა (ბოლნისი, ყაზბეგი, ხობი, ქობულეთი, დმანისი, თიანეთი, ხელვაჩაური, ჩხოროწყუ)", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება