გიორგი ვაშაძე - აშშ მზადაა საკუთარი ბიუჯეტით გარანტად დაუდგეს ინვესტიციებს, რომლებიც ჩაიდება საქართველოში - ამას „ქართული ოცნების“ მხრიდან  ხელშეწყობა არ ექნება, ამიტომ არის შემდგომი არჩევნები რეფერენდუმი - რა გზას ვირჩევთ

მე ყველა შეხვედრაზე ვამბობ - ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და ამდენი ხანი ამ ბუნდოვანებით ატყუებს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ვითომ ის არის პროდასავლური ძალა, ამაში თავისი დანაშაულის წვლილი მიუძღვის დასავლელ პარტნიორებსაც, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ამერიკაში ამ შეცდომას აცნობიერებენ და აცხადებენ, რომ ეს ვითარება გამოსწორდება.

„ხელის ჩამორთმევით, დიპლომატიური ენით, რომლითაც ისინი აქამდე საუბრობდნენ, ეს იყო შეცდომა და ამას აღიარებენ. როდესაც 19 აპრილის შეთანხმებას ამერიკული და ევროპული გარანტიის ქვეშ, ჩვენ, ოპოზიციამ ხელი მოვაწერეთ, ეს შეთანხმება როდესაც დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ და ამაზე რომ არ მოხვდა კარგად და პასუხი არ აგო, ეს შეცდომა იყო. ამ შეცდომას დღეს ყველა ხედავს. ამ დიდ ილუზორულ სივრცეში, ამ რუსულ დეზინფორმაციის მანქანაში, სამწუხაროდ, თავისი შეცდომა აქვს დაშვებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც და ისინი სწორედ ამას ამბობენ, რომ გამოსწორდება ეს შეცდომა“,- განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ამერიკა მხარს დაუჭერს საქართველოს გაძლიერებას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას.

„ამას აქვს ორი მიმართულება, პირველი ეს არის ყველა იმ ადამიანის, ვინც ცდილობს საქართველო გადააჯაჭვოს რუსეთს, მათი სანქცირება და ამ პირებთან მიმართებით ძალიან მკაცრი პოზიციის დაჭერა ამერიკის მხრიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ეს რაღაც ბუნდოვანება და ორაზროვნება ვერ შეინარჩუნოს.

მეორე ეს არის შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი, რომელსაც წლის ბოლომდე მიიღებს ამერიკის სენატი, ეს არის სენატორ შაჰინის მიერ ინიცირებული აქტი. რომელიც შედგება სამი კომპონენტისგან, პირველი ეს არის ამერიკული ინვესტიციები შავ ზღვაში და მათ შორის, საქართველოში, ანუ გარანტიების შექმნა ამერიკული ინვესტიციებისთვის; მეორე, თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით მხარდაჭერა და მესამე ეს არის დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებაში მხარდაჭერა. ეს იქნება უპრეცედენტო აქტი, რომელიც შეიქმნება სპეციალურად შავი ზღვის რეგიონისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი არის საქართველო. ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა მზად არის საკუთარი ბიუჯეტით გარანტად დაუდგეს ინვესტიციებს, მათ შორის, ამერიკულ ინვესტიციებს, რომლებიც ჩაიდება საქართველოში. ამას ხელშეწყობა „ქართული ოცნების“ მხრიდან არ ექნება, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან არ ექნება, ამიტომ არის შემდგომი არჩევნები რეფერენდუმი - რა გზას ვირჩევთ ჩვენ. ხალხზე იქნება დამოკიდებული, მივიღებთ ჩვენ ამ დიდ სარგებელს, რომელსაც ამზადებს ჩვენთვის აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები თუ რუსული ორბიტის ქვეშ გადავა საქართველო“,- განაცხადა ვაშაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის