შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთში, შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.

„განცხადებებს, რომლებიც ევგენი პრიგოჟინის სახელით ვრცელდება, არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. ამ განცხადებებთან დაკავშირებით რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [“ეფესბე”] მიერ შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ამასთან, "ეფესბე" მოუწოდებს "ვაგნერელებს", არ დაემორჩილონ პრიგოჟინის კრიმინალურ ბრძანებებს და მიიღონ ზომები მისი დაკავებისთვის.

ცნობისთვის, „ვარგნერის” ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერის” პოზიციებზე დარტყმებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან „გასარკვევად მიდიან.”

პრიგოჟინის თქმით, “ეს სამხედრო გადატრიალება არაა, ეს სამართლიანობის მარშია“. „საინფორმაციო პროვოკაციას” უწოდებს.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ, როსტოვის ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა