კახა კალაძე გვარამიას შეწყალებაზე - კიდევ ერთი ნაბიჯია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ

არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პოლემიკა გავმართო - კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ,- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის მიერ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მიერ, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას მოსახლეობა შეაფასებს.

„არ მინდა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პოლემიკა გავმართო, ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მინდა რაღაც ისე გამოვიდეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შეაფასებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია პოლარიზაციის გაღრმავებისკენ“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია შეიწყალა. ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 16 მაისს დააკავეს. მას სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის