კახა კალაძე - ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასებები მოვისმინეთ  - ძალიან რთულია იმის შეფასება, რა „იხარშებოდა“ კრემლში

ძალიან რთულია აქედან იმის შეფასება, რა „იხარშებოდა“ კრემლში - ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსეთში ამბოხის მცდელობის ფაქტი.

მისი განცხადებით, ამ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებისა და ე.წ. ექსპერტების მხრიდან ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასებები ისმოდა.

„ჩვენ ძალიან ბევრი სასაცილო და უაზრო შეფასებები მოვისმინეთ სამწუხაროდ, პოლიტიკოსების მხრიდან, ე.წ. ექსპერტების მხრიდან, ამიტომ, რთულია შეფასება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა თუნდაც გუშინ, ეს წინასწარ განზრახული, დაგეგმილი იყო თუ შემთხვევითობა, ძალიან რთულია ამის თქმა“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს