გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე აშშ-ში სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს აგრძელებენ.

პარტიის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერები ამჯერად სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე აცხადებს, შეხვედრის მთავარ თემებს ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი წარმოადგენდა. მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორები მუშაობენ „საკანონმდებლო აქტზე“, რომლითაც სენატი საქართველოსთან მიმართებაში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ასევე, განხილულ იქნა „შავი ზღვის მხარდაჭერის აქტი“, რომელიც საქართველოს მილიონობით ინვესტიციასა და ათასობით სამუშაო ადგილს მოუტანს.

გიორგი ვაშაძის თქმით, პარტნიორები საქართველოში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკური ვითარების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ფლობენ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს