სერგო ჩიხლაძე - იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის და ვერ იქნება საყრდენი დასავლეთისთვის, ისინი იმედებს პროდასავლურ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ

იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის და ვერ იქნება საყრდენი დასავლეთისთვის, ისინი იმედებს პროდასავლურ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ აღნიშნა.

როგორც მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ განაცხადა, ამერიკელი პოლიტიკოსები ქართულ პროდასავლურ ძალებზე „დიდ ფსონს დებენ“ და ამ ძალებმა „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლება უნდა შეცვალონ.

„შეერთებულ შტატებში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ვიზიტი სრულდება. ყველა წამყვან ინსტიტუციაში - სენატში, კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კვლევით და საექსპერტო ორგანიზაციებში, უმაღლესი დონის შეხვედრები გვქონდა. ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია დავასკვნათ, არის ის, რომ საქართველოს მიმართ უდიდესი ყურადღებაა. ასევე, ამერიკელი პოლიტიკოსები, აქაური პოლიტიკის შემქმნელები, საყრდენს საქართველოში ეძებენ. იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ არ არის და ვერ იქნება საყრდენი დასავლეთისთვის, ისინი, რა თქმა უნდა, იმედებს პროდასავლურ, დემოკრატიულ, ოპოზიციურ ძალებზე ამყარებენ. ამაზე მეტყველებს ის მაღალი დონის შეხვედრები, რაც მათ „სტრატეგია აღმაშენებელს“ მოუწყვეს. ისინი გიორგი ვაშაძეს საკომიტეტო მოსმენებზე სპეციალური სტუმრის სტატუსით ასწრებენ. ისინი პროდასავლურ ძალებზე დიდ ფსონს დებენ და ამ ძალებმა, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პრორუსული ხელისუფლება უნდა შეცვალონ“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და სერგო ჩიხლაძე ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებზე იმყოფებიან.

პარტიის ცნობით, ოპოზიციონერი ლიდერები სენატის, კონგრესისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს