შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის და რამდენიმე NGO-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პანიკის შექმნის მცდელობას, მაგრამ ხალხმა ეს ყველაფერი დიდი ხანია გაშიფრა და ამის შედეგი იყო ის, რომ აქციაზე 10 ადამიანი მივიდა

მე არ მგონია, რომ ემოციების ბრალი იყო ის, რაც ჩვენ გუშინ წინ ვიხილეთ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან. ეს განმეორებით ხდება და ვფიქრობ, უკვე აჩვენებს იმას, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენებასთან საქართველოს წინააღმდეგ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის რეაქციას რუსეთში მომხდარ შიდა დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა პანიკის შექმნის მცდელობას.

„გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, როგორ გამოიყურება ჰიბრიდული ომის ტაქტიკები და ზუსტად ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე NGO. გუშინ წინ, ჩვენ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელება. ამაში ჩართულნი იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ „ტვიტერის“მეშვეობით ავრცელებდნენ ამ ყალბს ინფორმაციაში იმას, თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს მოაწყდნენ რუსეთის მოქალაქეები, რაც იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. ამას შემდეგ სოციალურ ქსელში მოჰყვა რამდენიმე აქტივისტის მიერ ილუზიის შექმნა, თითქოს რაღაც სახალხო აღშფოთებას ჰქონდა საუბარი. ჩვეულებრივ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია მეორე მომენტი, ქართველმა ხალხმა დიდ ხანია გაშიფრა ის, რომ ეს არის ერთად შეკრული კასტა ოპოზიციის, რამდენიმე NGO-სი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ზუსტად ამ ტაქტიკით მოქმედებს და ამის პასუხი იყო შემდეგ დაანონსებულ აქციაზე მისული 10 ადამიანი. აი, ეს არის რეალობა. სინამდვილეში არის ვირტუალური რეალობა, რომელიც ჰიბრიდული ომისთვის არის დამახასიათებელი და ამ ტაქტიკით მოქმედი ოპოზიცია და რამდენიმე NGO, რომელიც ყოველ ასეთ შემთხვევაზე, ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი, დაბნეულობის შემოტანის მიზნით ხდება კონსპირაციების შემოგდება. შემდეგ პანიკის აწევის მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა იმისთვის, რომ შექმნან რაღაც მასობრიობის აღქმა, მაგრამ ყოველ ჯერზე ასეთი დამოკიდებულება იფუშება, ვინაიდან ქართველმა ხალხმა ეს გაშიფრა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს აქვს მეორე განზომილება იმ მხრივ, რომ მოხდეს დაფიქრება, რომ „ეს ხალხი მართავდა ამ ქვეყანას 2012 წლამდე“.

"საქართველოს ნამდვილად გაუმართლა იმაში, რომ დღეს, ხელისუფლებაში არის „ქართული ოცნება“. ყოველ ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ იჩენს დაფიქრებას, მოთმინებით მიდგომას, როცა ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა