პეტრე ცისკარიშვილი - დელეგაციები იმიტომ ჩამოდიან, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მომავალშიც იქნება დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ დღევანდელი მმართველობა რუსეთის მარიონეტია

დელეგაციები სწორედ იმიტომ ჩამოდიან, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მომავალშიც იქნება დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ დღევანდელი მმართველობა რუსეთის მარიონეტია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ამით ის გამოეხმაურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

როგორც პეტრე ცისკარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მმართველ რგოლში რუსეთის წარმომადგენლები არიან, რისი ბოლომდე გააზრებაც დასავლეთს უჭირს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, დასავლელი პარტნიორები მიხვდებიან, რომ საქართველოში რუსეთისთვის სანქციების დაწესების გარეშე ცხოვრება შეუძლებელი იქნება.

„უნდა გვესმოდეს მთავარი, რომ „რუსული ოცნების“, ამ "ქოცების" პირველადი რეფლექსი, როდესაც რუსეთს სანქციები დაუწესდა იყო ორი რაღაც - დიდი ფულის შოვნის შესაძლებლობა და პუტინისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური სიამოვნების მინიჭება. პუტინს ანახებდნენ, რომ აი, ჩვენ შენ გვერდით ვართ და გეხმარებით მაშინ, როდესაც ცივილიზებული სამყარო შენს წინააღმდეგ წავიდა. მათ დღემდე არ ესმით დიდი თამაშის გეოპოლიტიკური კონტექსტი. ეს ადამიანი დიქტატორი პუტინი ომის დასრულებას არ აპირებს. ის მხოლოდ მაშინ დაასრულებდა ომს, თუ გაიმარჯვებდა. ის ვერ გაიმარჯვებს ამ ომში და მისი ინტერესია, ეს ომი რაც შეიძლება დიდხანს გაიწელოს. სხვა შემთხვევაში, მომავალი წლის მარტის არჩევნებში ის დამარცხდება. ომის პირობებში შეუძლია გაყიდოს იდეა, რომ მთელი მსოფლიო რუსეთს ებრძვის, მთელი მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგაა და ამიტომ უნდა დაუჭირონ მხარი უმაღლეს მხედართმთავარს, დიქტატორ პუტინს. ამას გაყიდის და ამ ვითარებაში მას ჯერ კიდევ თეორიული შანსი ექნება, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის თუ დამარცხდება და რეჟიმი შეიცვლება მაშინ ომი დამთავრდება. ამისთვის იბრძვის ცივილიზებული სამყარო. ომის დასასრულებლად არ არის საკმარისი სამხედრო მოქმედებები და ბრძოლის ველზე უკრაინელების გმირობა. ამას სხვა ატრიბუტებიც სჭირდება. ერთ-ერთი მთავარი ასეთი ინსტრუმენტი არის სანქციები, რომლებმაც "ქოცების" მიერ შექმნილი პატარა შავი ხვრელი გამოაჩინეს, დერეფანი, რომელიც ამ სანქციების გვერდის არიდებით ხელს უწყობს პუტინს.

ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლობითი დელეგაცია, როდესაც ჩამოდის მართლაც საქმიანად ჩამოდის. მე დარწმუნებული ვარ მტკიცებულებებიც აქვთ უბრალოდ ამას არ ასაჯაროებენ. საუბარია ელექტრო ჩიპებზე, ნახევარგამტარებზე და ალბათ, იარაღის ტრანზიტზეც კი რომელიც ირანიდან გადაადგილდება და რუსეთის მიმართულებით მიდის.

სანქციები არის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ პუტინის რეჟიმი დამთავრდეს. აქამდე ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ასე გვიყურებდნენ, ფიქრობდნენ საქართველო იყო მათი გეოპოლიტიკური და სტრატეგიული პარტნიორი. ისე მოხდა, რომ საქართველოში დღეს მმართველ რგოლში რუსეთის წარმომადგენლები არიან და ამის ბოლომდე გააზრება და ამასთან შეგუება დასავლეთს უჭირს. დელეგაციები სწორედ იმიტომ ჩამოდიან, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, საქართველო, როგორც სახელმწიფო, მომავალშიც იქნება დასავლეთის გეოპოლიტიკური სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ დღევანდელი მმართველობა არის რუსეთის ხელდასმული, მათი მარიონეტი და მათი დასანქცირების გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრების გაგრძელება. ამ დასკვნამდე მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საბოლოო ჯამში მივლენ,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის