კახა კალაძე ოპოზიციაზე - კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსეთში 23-24 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე, ცალკეული ქართველი პოლიტიკოსის განცხადებები სამარცხვინო იყო და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან საშიში არიან.

როგორც კალაძე აცხადებს, უსაფრთხოების საბჭოს მოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი იღებს.

"როდესაც არის გამოწვევები მსოფლიოში, რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებასაც, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყოველთვის, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, იქნება გატარებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირველ რიგში. სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან. კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - განაცხადა კალაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს