პარლამენტის ორმა კომიტეტმა სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის ორმა კომიტეტმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად შეთავაზებულ დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს, მათ ხედვებს გაეცნენ, თუმცა მხარდაჭერაზე უარი ითქვა.

კენჭისყრის დროს კანდიდატების მხარდასაჭერად ხელი მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - ბექა ლილუაშვილმა და რომან გოცირიძემ ასწიეს.

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძე განაცხადა, თუკი არსებობს სურვილი იმისა, რომ პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხი გავიდეს, წარდგენამდე წინასწარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.

„წარმოდგენილი კანდიდატების კომპეტენციის მიმართ ეჭვი არავის აქვს. კანდიდატი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი და მაგარი, მაგრამ შეიძლება იყოს ლიბერალი ან კონსერვატორი, შეიძლება იყოს რუსეთის ან ევროპის მომხრე - ყველა შეიძლება ავირჩიოთ?! ამას მე ზოგადად ვამბობ... კონსულტაციებია საჭირო!

ამბობთ, კონსულტაციების შესახებ სად წერია კონსტიტუციაში... კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ ვისაც პრეზიდენტი წარმოადგენს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მაგალითისთვის აშშ-ი ავიღოთ - ტრამპმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი დაამტკიცა... იქ ყველა ელჩი მტკიცდება, ასეულობით ადამიანს ამტკიცებს... პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. სადმე გინახავთ, რომ ჩავარდნილიყო? ყოველთვის ხდება შეთანხმება. როცა ტრამპს შანსი გაუჩნდა, რომ კონსერვატიულად მოაზროვნე მოსამართლე გაეყვანა, ჰქონდა საშუალება პარლამენტში, რადგან უმრავლესობაში “რესპუბლიკელები“ იყვნენ და გაიყვანა, სასამართლოში ბევრი რამ შეიცვალა და ცნობილი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული... ამიტომ გასაკვირი არაფერია, ეს არის ცნობილი პრაქტიკა, რომ პრეზიდენტი და პარლამენტში ისეთ კანდიდატებზე თანხმდება, რომელიც მისაღები იქნება“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის