კახა კალაძე - ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით - ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა

რომ ინტერესდებიან კარგია, ცუდი ამაში არაფერია. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა, უნდა წარმოადგინონ.

„ძალიან დიდი ბოდიში, ყველას ძალიან დიდი პატივს ვცემ, ვიცით მეგობრობაც, პარტნიორობაც, მაგრამ ეჭვების დონეზე ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, წარმოადგინონ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს," - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას აქვს ერთადერთი მიზანი - არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში შრომობს, მუშაობს, ქმნის პროდუქციას, იმისთვის, რომ შემდეგ მოახდინოს რეალიზაცია. რატომ უნდა შევუშალოთ ხელი მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე? ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს თავისი შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს. რა არის ამაში ცუდი, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტია პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?!" - განაცხადა კალაძემ.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის