კახა კალაძე - ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას, ამაში ცუდი არაფერი არ არის

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის.

მისივე თქმით, 2008 წლის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე, რუს ტურისტებს, ყვავილებით ხელში ხვდებოდა და დღეს საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლას, გაბრაზებული სახეებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აპროტესტებენ.

„ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. ამაში ცუდი არაფერი არ არის. 2008 წლის ომის შემდეგ, მესამე-მეოთხე დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები აეწყოთ და კონცერტები გაემართათ საქართველოში. პირდაპირ მოუწოდებდნენ რუს ტურისტებს ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე, სააკაშვილი ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს და მიესალმებოდა მათ ჩამოსვლასაც და დღეს ისევ ეს ადამიანები გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ, თურმე როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი და ეს ადამიანები არიან ფარისევლები.

საქართველოს ხელისუფლება ატარებს პირველ რიგში, მისი ხალხის და ამ ქვეყნის ინტერესს. ასე იყო და ასე იქნება მომავალშიც. ეს არის ჩვენი მიდგომა, დამოკიდებულება. ვერც ერთ ფაქტს ვერ მოიყვანთ, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა,“ - განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის