ირაკლი ზარქუა - მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და როცა პრეზიდენტი ურჩობს, ჯიუტობს, თან რამდენჯერმე მოგვატყუა - აი, ჩემი ხოში მაქვს, კანდიდატები წარმოგიდგინეთ და რაც გინდათ ის ქენით - ამას არ გავუტარებთ

მე თავმოყვარე ადამიანი ვარ და როცა პრეზიდენტი ურჩობს, ჯიუტობს, თან რამდენჯერმე მოგვატყუა - აი, ჩემი ხოში მაქვს, კანდიდატები წარმოგიდგინეთ და რაც გინდათ ის ქენით - ამას არ გავუტარებთ, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მოუსმინეს.

როგორც ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, კანდიდატები პარლამენტში წარდგენამდე უნდა შეთანხმებულიყო. უმრავლესობის დეპუტატმა ამ თემაზე წინასწარი კონსულტაციების არგამართვა პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის უპატივცემულობად შეაფასა და როგორც აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს პოლარიზაციისკენ დგამს.

“ორივე კანდიდატი თავისი გამოცდილებით კვალიფიციური და კომპეტენტურია, მაგრამ მე ვერ გავუგებ პრეზიდენტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გააღრმაოს.

წარმოდგენილ კანდიდატებს მხარდაჭერა ხომ სჭირდებათ? მხარდაჭერა უმრავლესობის გარეშე მიიღწევა? - ვერ მიიღწევა! რა გამოდის - ე.ი. აპრიორი იცით, რომ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ და წარმოადგინეთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად შეთავაზებულ დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს, მათ ხედვებს გაეცნენ, თუმცა მხარდაჭერი არ დაუჭირეს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის