მამუკა არეშიძე - პრიგოჟინი  არის ერთადერთი  პიროვნება, რომელიც აფრიკაში რუსული პოლიტიკის გამტარებელია

პრიგოჟინი არის ერთადერთი პიროვნება, რომელიც აფრიკაში რუსული პოლიტიკის გამტარებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. რუსული პოლიტიკა, აფრიკაში, სამხედრო ძალასა და ალმასებზე დგას. სწორედ პრიგოჟინია ის ადამიანი, რომელსაც აფრიკაში, ალმასების წარმოებაზე „ხელი აქვს დადებული“. ეს არის სახელმწიფოებრივი ბიზნესი - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც იცის პრიგოჟინმა, ხშირ შემთხვევაში არ იცის რუსული პოლიტიკური ელიტის ძალიან დიდმა ნაწილმა და შესაბამისად, პრიგოჟინის ,,მოსროლა სანაგვეზე“ ისე, რომ ამას მოსკოვისთვის ცუდი შედეგები არ მოჰყვეს, იოლი არ იქნება.

ექსპერტი კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აფრიკაში, ალმასების წარმოების პროცესში ასევე ჩეჩნეთის ლიდერის, კადიროვის ჩართულობაზე საუბრობს. მისი თქმით, კადიროვის და პრიგოჟინის ურთიერთობა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური ურთიერთობის ნაწილი. როგორც არეშიძემ აღნიშნა, კადიროვს, სერიოზული ბიზნეს ინტერესები აქვს აფრიკაში.

„ახლა მიმდინარეობს კულუარებში ვაჭრობა. რაღაცა რაღაცაზე გაიცვლება. დარწმუნებული ვარ დასავლეთის რიგი ფიგურებიც არიან ჩართული ამ ვაჭრობაში. ახლა მსოფლიოში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ერთი შეხედვით მტრობენ ერთმანეთს, სინამდვილეში, მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმში არიან“, - ამბობს მამუკა არეშიძე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის