პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს ელჩთან ულრიკ თიდესტრომთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის განვითარების გზაზე სხვადასხვა მიმართულებით შვედეთის სამეფოს მიერ გაწეულ დახმარებაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შვედეთის სამეფო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის გზას და ამ პროცესში შვედეთის მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შვედეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გათვალისწინებით.

აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, მათ შორის 12 რეკომენდაციის შესრულების პოზიტიური დინამიკა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანია და ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ულრიკ თიდესტრომს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის