„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება დეტალურ ანგარიშს წარადგენს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია.
კობახიძის განცხადებით, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული და ყველა შესაბამისი კანონი მიღებულია.
“დეტალურ ანგარიშს წარვადგენთ, თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია. ჩვენ არსებითად პასუხისმგებელი ვიყავით კანონების მიღებაზე და ყველა შესაბამისი კანონი არის მიღებული. შესაბამისად, ჩვენ წარვადგენთ დეტალურ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა 12-ვე რეკომენდაცია.
რეალურად, 12-ვე პუნქტი პრინციპულად არის შესრულებული, ვინმეს თუ დამატებით რამე კითხვები აქვს, ამაზეც გავცემთ პასუხს და ამაზეც გვექნება მსჯელობა, საუბარი, მაგრამ 12-ვე პუნქტი პრინციპულად შესრულებულია. მათ შორის, სასამართლო რეფორმის პუნქტიც არის პრინციპულად შესრულებული, კანონი მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რაც ჩვენ გავაკეთეთ 12 პუნქტის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.