თბილისის მერი სტუდენტური ფესტივალის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

„სტუდენტური ფესტივალი 2023“ დასრულდა. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს რიყის პარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, თითოეულ უნივერსიტეტს და თქვენ - ახალგაზრდებს, რომლებიც აღნიშნულ ფესტივალში იღებთ მონაწილეობას. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ: დედაქალაქის მერია ყოველთვის ხელს შეუწყობს და დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ პროგრამებს იმისთვის, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, განავითაროთ თქვენი სხვადასხვა პროექტი. აღნიშნული ფესტივალი დღეს სრულდება, მაგრამ რჩება ახალი მეგობრები, ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია. ერთ რამეში დაგარწმუნებთ - იმაში, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალში, ყოველთვის, პირველ რიგში იქნება გათვალისწინებული ამ ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავლის ინტერესები, რომ თქვენ, ახალგაზრდა თაობას, ჩვენს შვილებს, ვერავინ გაბედოს და შეუჩეროს ის ევროპული მომავალი, რასაც საქართველოს განვითარება ჰქვია. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, სულ ასეთი ლაღები და გამარჯვებულები იყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდა გარდამავალი თასის მფლობელი უნივერსიტეტი.

„სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 20 ივნისამდე განხორციელდა ტურნირები სპორტის 17 სახეობაში და კულტურული ტურები 5 მიმართულებით. ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი.

ფესტივალი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

სტუდენტური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის