პაატა ზაქარეიშვილი - პრიგოჟინმა დაამტკიცა, რომ რუსეთი არის აგრესიული და საშიში - ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ავტორიტარულ სახელმწიფოში, რომელიც ომშია და აგებს, დაიწყო გადაბრალება

პრიგოჟინმა დაამტკიცა, რომ რუსეთი არის აგრესიული, რუსეთი არის საშიში, მაგრამ ის არ არის სახელმწიფო, არავითარი სახელმწიფოებრიობის ნიშანი მას არ გააჩნია , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

პაატა ზაქარეიშვილის განმარტებით, ავტორიტარულ რეჟიმებში, რომლებიც ომში არიან და აგებენ, ამბოხი ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ეს აშკარად ძალიან სერიოზული ფენომენი იყო, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა ავტორიტარულ სახელმწიფოში, რომელიც ომშია და აგებს. მკაფიო და ცალსახაა, რომ რუსეთი ავტორიტარულია, აშკარაა, რომ თავის მიზანს ვერ აღწევს და დაიწყო გადაბრალება ერთმანეთზე. ყველა აბრალებს ვიღაცა სხვას და ამბობს, რომ „ჩემი ბრალი არაა“. ამ ფონზე პრიგოჟინს თავისი ამბიციები აქვს, თავისი ხედვები აქვს. ხედავს, რომ ვიღაც არ ეხმარება ან ელანდება ეს ყველაფერი მას და დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა და დაბრალება თავდაცვის სამინისტროზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, თუ პრიგოჟინს მოკლავენ ან შემთხვევით გარდაიცვლება, მაშინ რუსეთში მღელვარება დაიწყება.

„ვიდრე პრიგოჟინი ცოცხალია, ეს მისი გამარჯვებაა უკვე. მთავარია, რომ როგორმე შემთხვევით არ მოკვდეს პრიგოჟინი. გული არ გაუსკდეს, ადამიანები ვართ და ყველაფერი ხდება. პუტინმა მთელი არმია უნდა გაუშვას ექიმების, რომ ის შემთხვევით არ მოკვდეს იმიტომ, რომ თუ პრიგოჟინი კვდება, რუსეთში მღელვარება დაიწყება იმიტომ, რომ საზოგადოება ჩათვლის, რომ ის პუტინმა მოკლა და მოკლა კაცი, რომელიც რუსეთზე დარდობს, რუსეთის ღირსებაზე დარდობს, რუსების სიცოცხლეზე დარდობს. პრიგოჟინმა ძალიან კარგად ითამაშა რუსულ სიღრმისეულ იმპერიალიზმზე“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა