"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

"ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს, მათ შორის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

“ცვლილებები დღეს დეტალურად განიხილეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში, რომელზეც შესაძლებელი გახდა მაქსიმალური ბალანსის მონახვა პაციენტის, სამედიცინო დაწესებულების, თუ ექიმის ინტერესებს შორის. დეტალებზე მუშაობა გრძელდება, მიმდინარე სასესიო კვირაში განიხილება და საბოლოო სახეს მიიღებს კანონპროექტი, რომელიც მოემსახურება როგორც სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული ბიზნესის, ისე თითოეული პაციენტის ინტერესებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.

რაც შეეხება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, როგორც პრესსამსახური აღნიშნავს, იგი საშუალებას მისცემს თითოეულ ავტორს, თუ ავტორ-შემსრულებელს, მათზე თანაბარ, სამართლიან პირობებში გადანაწილდეს ჰონორარები და უზრუნველყოფს როგორც მათი, ისე მომხმარებლის უფლებების სათანადო დაცვას.

„უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები” , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის