3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2023 წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული საერთო სამაგისტრო მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, ამ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, იგეგმება დაწესდეს სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით.

„კერძოდ კი, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსის მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის", კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან. მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსის მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან. მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსის მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ "სამგორის" ზედა ასასვლელიდან. მინდა, წარმატებები ვუსურვო გამოცდებში მონაწილე ყველა პირს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და შევეცდებით, რომ კომფორტი შეგიქმნათ გადაადგილების თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა