იაგო ხვიჩია - „ოცნების“ და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც ჩემთვის უკვე მოსაწყენია

ბევრად უფრო მავნე კანონებიც მივიღეთ, ათეულობით და ასეულობით - „ოცნების" და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც ჩემთვის უკვე მოსაწყენია,- ასე ეხმიანება „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მიერ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს გამოყენებას.

ხვიჩია ამბობს, რომ პრეზიდენტისგან უფრო სერიოზული შეწყალების მექანიზმის გამოყენება იქნებოდა მათ მიმართ, ვინც ციხეში უკანონოდ სხედან.

„ბევრი სხვა გამოწვევაც არსებობს და კიდევ ბევრ სხვა კანონზეა ვეტო დასადები. წინა კვირას 127 კანონი მიიღეს. ერთი გამოვარჩიოთ და მასზე ვილაპარაკოთ მხოლოდ, ეს მგონია არც პრეზიდენტისგან არის სწორი, არც პოლიტიკოსებისგან თუ მედიასივრცისგან. ბევრად უფრო მავნე კანონებიც მივიღეთ, ათეულობით და ასეულობით ცოტა ხნის წინ. ერთ კანონს დანარჩენი მავნე კანონებისგან ვერაფრით გამოვარჩევ.

„ქართული ოცნების" და პრეზიდენტის კინკლაობა ისეთ ფაზაში შედის, რომელიც როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, ჩემთვის უკვე მოსაწყენია. მე პრეზიდენტისგან ბევრად უფრო სერიოზულად მივიღებდი შეწყალების მექანიზმის გამოყენებას უფრო ეფექტურად და ბევრი იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომლებიც სრულიად უკანონოდ არიან ციხეში სანქცირებული მოსამართლეების გადაწყვეტილებებით,"- განაცხადა ხვიჩიამ.

პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო და პარლამენტს სთავაზობს ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არანაკლებ 90 ხმით აირჩეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს