პრემიერი - ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ

ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქზე" წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ.

„ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ.თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა.გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის