საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია ITMC გახდა

სატრანსპორტო კომპანია ITMC, რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით,ITMC-იმ მოკლე დროში დაიკავა წამყვანი პოზიციები ტვირთების გადაზიდვისა და ტრანსპორტირების სფეროში და გახდა სანდო პარტნიორი არაერთი წამყვანი ქართული კომპანიისთვის მათი ლოგისტიკური ჯაჭვის დაგეგმვა-განხორციელებაში.

„ციფრული ტექნოლოგიების, გამართული, კლიენტის მოთხოვნებზე მორგებული პროცესებისა და კვალიფიციური თანამშრომლების დახმარებით, ITMC პასუხისმგებლობის დაზღვევის ქვეშ სთავაზობს მომხმარებელს როგორც სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვებს, ისე საბროკერო მომსახურებას.

27 ივნისიდან ITMC-ის სერვისებს დაემატა რეგულარული საბორნე გადაზიდვები ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებას. გემზე „ვილნიუსი“, ITMC მომხმარებელს უზრუნველყოფს 50 ადგილით, თითოეულ შესრულებულ რეისზე.

კომპანია აანონსებს 2023 წლის ოქტომბერში საკუთარი ტერმინალის მშენებლობის დასრულებას, რაც მათ მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლოს უმაღლესი სტანდარტების საბაჟო მომსახურებითა და A კლასის სასაწყობე ფართით.

აღსანიშნავია, რომ ITMC-ის გუნდი, მოწვეულ დარგის ექსპერტებთან ერთად ამუშავებს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ლოგისტიკის სფეროს ახალ საფეხურზე აყვანას. კომპანია სტრატეგიულ გეგმას 2023 წლის სექტემბერში წარმოადგენს.

სწორედ ეს სტრატეგიული დოკუმენტი იქნება კიდევ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტის სათავე, იქნება ეს ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, თუ სხვა აქტივები და ინოვაციური სერვისები, რომელიც გლობალური მოთამაშეებისთვის ჩვენს რეგიონს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მივესალმებით კომპანია ITMC-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. ასოციაცია აქტიურად მუშაობს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი, რომელიც კიდევ ერთხელ გამოხატავს ჩვენს მზაობას ამ საკითხებზე აქტიურად მუშაობის მიმართულებით. ITMC-ის ერთ-ერთი ლიდერი სატრანსპორტო კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზემოხსენებულ სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება“, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის