ლევან ხაბეიშვილი - როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ქონება, რაც ხალხს ეკუთვნის და არა კონკრეტულ, კერძო ინტერესებს, მოსახლეობას დაუბრუნდება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, ქონება, რაც ხალხს ეკუთვნის და არა კონკრეტულ, კერძო ინტერესებს, მოსახლეობას დაუბრუნდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, შეხვედრებს აგრძელებს. დღეს კი, ლევან ხაბეიშვილი გარდაბანში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

„მიუხედავად მრავალი დაპირებისა, ცხადია, რუსულმა პარტიამ გარდაბანშიც მოსახლეობა მოატყუა და დაჰპირდა, რომ იმას, რაც მათ ეკუთვნოდა, ვგულისხმობ მიწას, არ წაართმევდა. არჩევნების შემდეგ მოვიდნენ და ცხადია, ეს მიწა წაართვეს, როგორც ეს, მათ სჩვევიათ, ქურდულად, ყაჩაღურად, მოპარვით, ხალხისგან მალულად, ფარულად. შესაბამისად, ჩვენ ამ ადამიანებთან ერთად აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს მიწა დაუბრუნდეს ხალხს და თუ ამას რუსული პარტია არ გააკეთებს, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება ყოველ მიზეზგარეშე იმ ქონება, რაც ეკუთვნის ხალხს და არა კონკრეტულ, კერძო ინტერესებს, დაუბრუნდება მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს