არჩილ თალაკვაძე - პირველ ფარისევლებსაც შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც პარლამენტის დარბაზში რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის

როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპონირების ახალი ტენდენციაა, როდესაც ხელოვნურად მწვავე ხმით განცხადებებს აკეთებ და მერე დარბაზიდან გარბიხარ - პირველ ფარისევლებსაც შეშურდებოდათ იმ სიცრუისა და ფარისევლობის, რაც ამ დარბაზში რადიკალური ოპოზიციისგან გვესმის,- ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

თალაკვაძემ ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო რეფორმის კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე მათი მხრიდან საუბარი ანეკდოტია.

„როდესაც საარჩევნო რეფორმაზე თქვენ საუბრობთ, ეს თავისთავად ანეკდოტია. ერთპარტიული პარლამენტი გქონდათ მმართველობის მთელ პერიოდში, არც გიცდიათ, რომ პარლამენტი მრავალპარტიული ყოფილიყო, არც საარჩევნო რეფორმები გაგიკეთებიათ. ჩვენ კი 8 არჩევნები მოვიგეთ. საარჩევნო რეფორმას რომელს ეძახით - თქვენი პრინციპით როცა ტარდება და სანამ არ მოიგებთ რომ არ ენდობით და შედეგების რომ არ გჯერათ? თუ თქვენს ამომრჩეველს რომ უთხარით, ხმა მოგვეცით და შემდეგ 8 თვის განმავლობაში პარლამენტში არ შემოდიოდით; თუ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატი რომ ვერ იპოვეთ, რომ ხელისუფლების კონკურენტად დაგეყენებინათ, მაგას ეძახით საარჩევნო რეფორმას და დემოკრატიულ არჩევნებს? ეს არის ფარისევლობის მაგალითი. რა სასამართლო რეფორმებზე საუბრობთ? გუშინწინ თქვენმა ერთ-ერთმა საყვარელმა ოპოზიციურმა ჟურნალისტმა მოუგო თავის ყოფილ დამსაქმებელ ტელევიზიას საქმე სასამართლოში. თქვენ იყავით ის ხალხი, რომელიც ამბობდით, პოლიტიკური ნიშნით გამოუშვეს იქიდან და სასამართლო სამართალს არ ადგენსო. რომელმა გააკეთეთ განცხადება, ან რა გამოხმაურება გქონდათ ამ ფაქტზე? თქვენი კოლეგა საუბრობდა, მინისტრს ძალიან ბევრმა თანამშრომელმა სარჩელი შეუტანა და რამდენიმემ მოუგო კიდეცო - რომელ სასამართლოში მოუგო ეს საქმეები? საერთაშორისო არბიტრაჟში ხომ არ მოუგიათ? ანუ, თქვენ როდესაც გაწყობთ, მაშინ სამართლიანი და თავისუფალია სასამართლო და როდესაც არ გაწყობთ და სხვისკენაა სიმართლე, მაშინ თურმე დამონებულია სასამართლო და ერთი და ორი ადამიანის კონტროლის ქვეშაა. ეს არის ტყუილი და საზოგადოება ამას ხედავს, გგონიათ, რასაც ეუბნებით, საზოგადოება ყველაფერში მოგყვებათ? არც სიმართლე, არც ლოგიკა და არცერთი პრინციპი არაა თქვენ მხარეს. ბატონი მანჯგალაძე კორუფციაზე რომ საუბროდა, თუ დაინტერესდით კეზერაშვილის ფული სად მიდის, პოლიტიკაში როგორ ხვდება ეს არაკანონიერი ფული, ტელევიზიას რომ აფინანსებს? BBC-მ რომ ჟურნალისტური გამოძიება გააკეთა, იმ კვირაში საერთოდ არ მოსულხართ თქვენ და თქვენი კოლეგები. იმალებოდით, რომ კომენტარი არ გაგეკეთებინათ. ევროკავშირის წინააღმდეგაა რომ მუშაობთ, ეგ ახალი ამბავია? გუშინ თქვენმა კოლეგამ პირდაპირ თქვა, საქართველომ სტატუსი რომ მიიღოს, ეს ხელისუფლებას ძალიან დაეხმარება და ამიტომ არ უნდა მიიღოსო“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის