რაც უფრო მეტად მოიშლება „ნაცმოძრაობა“, ბუნებრივია, მით უკეთესი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ მთლიანობაში, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად მოშლილია, რაც მათ რეიტინგზე პირდაპირ აისახება.
„რეალურად,მთავარი არის ის, თუ რა პროცესები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობაში“. ეს პოლიტიკური პარტია აბსოლუტურად მოშლილია, რაც მათ რეიტინგზე პირდაპირ აისახება. 30%-ზე მეტი აიღეს ბოლო არჩევნებზე და ახლა 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული მათი რეიტინგი, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო მეტად მოიშლება „ნაცმოძრაობა“, ბუნებრივია, მით უკეთესი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ მთლიანობაში, საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს. რა თქმა უნდა, არც სააკაშვილს, არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს, არც ხაბეიშვილს არ აქვთ იმის რესურსი, რომ ეს პროცესი რამენაირად შეაჩერონ“, - განაცხადა კობახიძემ.