შალვა პაპუაშვილი - ნებისმიერი ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს, საქართველოს მოუწოდებს გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი ვინც საქართველოს მოუწოდებს, რომ რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს, [ამით] საქართველოს მოუწოდებს - გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს.

აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რითაც დეპუტატ სალომე სამადაშვილს მიმართა.

„ქალბატონო სალომე მახსენეთ და ციტირება მოახდინეთ, ნამდვილად ვამბობ, რომ დიახ, საქართველო ორმხრივ სანქციებს ნამდვილად არ უწესებს [რუსეთს]! თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთს სანქციები ნამდვილად უნდა დავუწესოთ? ეს არის მანიპულაცია, მაშინ თქვით, უნდა დავუწესოთ თუ არა. ამას ვერ და არ ამბობთ იმიტომ, რომ თქვენც თვითონაც ხვდებით, რომ რას ნიშნავს სანქციის დაწესება. გავიმეორებ, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი, თუ უცხოელი, ნებისმიერი ადამიანი ვინც საქართველოს მოუწოდებს რუსეთს ორმხრივი სანქცია დაუწესოს საქართველოს მოუწოდებს, რომ გარისკოს და რუსეთთან ესკალაციაში შევიდეს, რომლის ბოლოში რაც იქნება, კი იცით, ჩემზე კარგად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე კი, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა.

„თქვენ, ბატონო პაპუაშვილო, ბატონი კალაძე, როდესაც აცხადებთ, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს ევროკავშირის პოლიტიკას სანქციების თაობაზე - ამით, დიახ, თქვენ უწყობთ საბოტაჟს ამ ქვეყნის მომავალს“, - მიმართა სამადაშვილმა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე.

ავთანდილ  წულაძე - აშშ და ჩინეთი რუსეთის გარეშე ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში არიან, რუსეთი პოლუსი კარგა ხანია აღარ არის, იგი მხოლოდ პროჩინურ ბანაკშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.10.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის ნებართვა მიიღო
სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით დაასრულა 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება
"ყველაფერი UG ქონების შესახებ" - საქართველოს უნივერსიტეტის ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი საჯაროა
შუა დერეფნის პერსპექტივები გლობალური კონფრონტაციისა და არასტაბილურობის პირობებში
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქნელებმა წარუდგინეს