ირაკლი კობახიძე - საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი

საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის 100%-ის ეკატერინე ხვედელიძისთვის გადაფორმების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პარკი გახსნილია და საზოგადოებას ემსახურება.

„დღესაც ეს პარკი არის გახსნილი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ემსახურება საზოგადოებას. ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოინახულოს ეს პარკი და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის ეს პირობა არის ბოლომდე შესრულებული. რაც შეეხება ამ ტექნიკური საკითხების გამოყენებას კამპანიისთვის, ეს უბრალოდ სამარცხვინოა. მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ბიძინა ივანიშვილს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაზე, 500-ზე მეტი მარტო ეკლესია-მონასტერია აღდგენილი, რეაბილიტირებული უამრავი თეატრი, ა.შ. აღარაფერს ვამბობ, რომ კონკრეტულ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ეხმარებოდა ის წლების განმავლობაში. როდესაც ამ მასშტაბის ქველმოქმედებაზეა საუბარი, იქ შენ გამოდიხარ... ვხედავდი იქ ხალხი გამოდიოდა, ვისაც ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, ერთი აგური არ დაუდია. ასეთი ადამიანები გამოდიან და რაღაცებს საუბრობენ, ბიძინა ივანიშვილის ამ მორიგი საქველმოქმედო პროექტის შესახებ, სირცხვილია მათი მხრიდან ასეთი რაღაცების ლაპარაკი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა მიზანი ჰქონდა დენდროლოგიური პარკის ჯერ შვილზე, ბერა ივანიშვილზე და შემდეგ მეუღლეზე ეკატერინე ხვედელიძეზე გადაფორმებას, კობახიძის თქმით, ეს არის ტექნიკური საკითხი და სასპეკულაციო არაფერია.

„რა მნიშვნელობა აქვს შვილზე იქნება, მეუღლეზე თუ როგორ, არის ტექნიკური საკითხი. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს ტექნიკური საკითხი სპეკულაციებისთვის გამოიყენონ, ეს სამარცხვინოა.ჯერ ერთი აგური დადონ საკუთარი ქვეყნისთვის. ადამიანები არიან, რომლებსაც ერთი აგური არ დაუდიათ და მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის. არ გინდათ სპეკულაციები, სამარცხვინოა. 3 000 დოლარი დაგიხარჯავთ საკუთარი ქვეყნისთვის, 300 დოლარი დაგიხარჯავთ? - არ დაგიხარჯავთ. საკუთარი ქვეყნისა და ქველმოქმედებისთვის 300 დოლარი რომ არ დაგიხარჯავთ და სხვის 3 მილიარდ დოლარს რომ იწუნებთ, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა