თინა ბოკუჩავა - ავტოკრატიული ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას ყველა ინსტიტუციაში - ზურგი აქვს შექცეული დასავლეთისთვის და მათი რეკომენდაციებისთვის

ავტოკრატიული ხელისუფლება ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციაში - ზურგი აქვს შექცეული დასავლეთისთვის და მათი რეკომენდაციებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად ანგრევს ინსტიტუციებს და გასაკვირი არ არის, რომ კანონზე პრეზიდენტის დადებული ვეტოს დაძლევას გეგმავს.

„ევროკავშირის რეკომენდაცია იყო ინსტიტუციების გაძლიერება, ამის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ ინსტიტუციების მიზანმიმართულ ნგრევას ხელისუფლების მხრიდან. ამის ორი უახლესო მაგალითი არის ცესკო და ეროვნული ბანკი, სადაც პოლიტიკური მორჩილების ნიშნით ხდება კანდიდატების შერჩევა და არა პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის კრიტერიუმით, რაც უზრუნველყოფდა ამ ინსტიტუციების დამოუკიდებლობას და გაძლიერებას, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ „ოცნება“ ემზადება მორიგ ჯერზე ვეტოს დასაძლევად და ინსტიტუციების დაკნინებისთვის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება, ესაა ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელიც ცდილობს ძალაუფლების უზურპაციას აბსოლუტურად ყველა ინსტიტუციაში, ესაა ხელისუფლება, რომელსაც ზურგი აქვს შექცეული დასავლეთისთვის და მათი რეკომენდაციებისთვის”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება