რომან გოცირიძე უმრავლესობას - დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კვალიფიციურ კანდიდატს იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებენ თქვენ მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმს - მორჩილება უპირველეს ყოვლისა

დღეს თქვენ ჩააგდებთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს, ორ კვალიფიციურ, პროფესიონალ ადამიანს. ჩააგდებთ იმიტომ, რომ არ აკმაყოფილებენ თქვენ მიერ დაწესებულ მთავარ კრიტერიუმს, ეს კრიტერიუმი არის მორჩილება უპირველეს ყოვლისა, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებით, მალე ეროვნული ბანკის საბჭო ფიქცია გახდება, სავალუტო ფონდი კი თავის პროგრამას შეაჩერებს.

რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას კითხვით მიმართა, თქვან თუ ვინ იქნება მომხდარზე პასუხისმგებელი.

„დღეს კენჭისყრისას ჩვენ გავხდებით მოწმე კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯისა, რომელსაც გადადგამს „ქართული ოცნება“. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობის ამ 11 -წლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაფერი, რაც კი კეთდებოდა, მიმართული იყო ერთი მიზნისკენ - ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად. თქვენ არ გაინტერესებთ, რა წერია კანონში, რა წერია ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში, რას ითვალისწინებს კონსტიტუცია ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირების პროცესში, თქვენთვის არის ერთი რამ მთავარი - ყველა უწყება, ყველა ინსტიტუტი, კოლექტიური მართვის ყველა ორგანო, საბჭო იქნება თუ სხვა მსგავსი ინსტიტუტი, დაუქვემდებაროთ საკუთარ პოლიტიკურ მიზანს და გახადოთ დანაშაულის თანამონაწილე.

გამეორდა ზუსტად იგივე, რაც იყო 3 წლის წინ, 4 ივნისს, ამ დარბაზში, ერთადერთი, ვინც ხმა მისცა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას, ვიყავი მე. 2 კანდიდატურა ჩაუგდეთ, ერთი საერთოდ პარლამენტამდეც არ მოვიდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თავად მოხსნა კანდიდატურა. მეორემ პრინციპულად არ გააკეთა ეს და თქვენ ჩააგდეთ და ახლა პრეზიდენტს ურჩევთ, რომ მოდით, ისეთი კანდიდატურა წარმოგვიდგინეთ, რომელიც ჩვენთან უნდა იყოს შეთანხმებულიო. ეს არ არის შეთანხმება, ეს არის პრეზიდენტისთვის თავს მოხვევა თქვენი პარტიული კანდიდატისა. გამოდის, რომ, ამ ლოგიკით, არასდროს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი თქვენი უმრავლესობის მიერ არ იქნება დამტკიცებული. რა მოხდება 5 თვის შემდეგ, როდესაც ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს ამოეწურება ვადა? ეროვნული ბანკის საბჭოში დარჩება 5 წევრი და ხუთივე „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სკოლაგავლილი, ადამიანები, რომლებიც ნაცადი არიან ხელისუფლებაში პოლიტიკური დავალებების შესრულებით. აქედან 4 იქნება აღმასრულებელი წევრი და ეროვნული ბანკის საბჭო გახდება ფიქცია, ისედაც ფიქციაა დღეს. ამით ახდენთ პარალიზებას ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტისა, ძირს უთხრით მის დამოუკიდებლობას. დიდი ალბათობით, სავალუტო ფონდის პროგრამა შეჩერდება ამ 2 კანდიდატის ჩაგდების შემდეგ და ვინ აგებს პასუხს, ეს უნდა მოგვახსენოთ დღეს,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება