ზურაბ ჩიკვილაძე - მივესალმები სიახლეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსების შესახებ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოპერაციის საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობას

მივესალმები სიახლეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსების შესახებ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოპერაციის საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობას, - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ზურაბ ჩიკვილაძე სახელმწიფოს მხრიდან ღვიძლის ტრანსპლანტაციის 100%-ით დაფინანსების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

როგორც ზურაბ ჩიკვილაძემ აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა.

"ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, უმნიშვნელოვანესია არსებული მუნიციპალური პროგრამები, რომლებიც ეტაპობრივად ძლიერდება.

მივესალმები სიახლეს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის სრულად დაფინანსების შესახებ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამ ოპერაციის საჭიროების მქონე პირთა მდგომარეობას. ჩვენი მთავარი მიზანი მოქალაქეების კეთილდღეობაა,“- განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

„მისივე ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც დადგენილი ტარიფის 50%-ით ფინანსდებოდა. შემდგომ დაფინანსების რაოდენობა 70 000 ლარით განისაზღვრა. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის ღირებულება შეადგენდა 120 000 ლარს, აქედან 70 000 ლარს აფინანსებდა თბილისის მერია.

პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ღვიძლის ტრანსპლანტაცია 100%-ით მთელი საქართველოს მასშტაბით დაფინანსდება, შესაბამისად, თბილისის მერიაც 100%-ით დააფინანსებს აღნიშნულ ოპერაციას. აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას უერთდება“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის