უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შანდორ პინტერმა ვახტანგ გომელაურს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი უნგრეთში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა.

„უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურსა და მის უნგრელ კოლეგას შორის ასევე შედგა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა