ანა ნაცვლიშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში, პარლამენტში დღესაც ისმოდა ძალადობრივი რიტორიკა და წაქეზება - ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება

ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს, იწვევს სწორედ ასეთ ფაქტებს , - ასე ეხმაურება „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელ, მიშა მშვილდაძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში ეს არ არის ძალადობის პირველი ფაქტი და არც შემთხვევითი არაა.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან შევშფოთდი ამ ფაქტის გამო, მეც ახლახან შევიტყვე. სოლიდარობა მიშას და ყველა ადამიანს, ვინც ძალადობის მსხვერპლი ხდება. ეს არ არის შემთხვევითი, ცხადია გამოძიება უნდა ჩატარდეს და დეტალურად გაირკვეს, რა მოხდა და რატომ. ჩვენ ვცხოვრობთ ძალადობრივ გარემოში და ის რიტორიკა, რომელიც ხელისუფლებას აქვს იწვევს სწორედ ასეთ ფაქტებს. დღესაც პარლამენტში ისმოდა ერთი მხრივ, ძალადობრივი რიტორიკა და მეორე მხრივ, წაქეზება და ამ რიტორიკის პრაქტიკაში განხორციელებისკენ მოწოდება. ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხარო და მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ ეს გააკეთა გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, რომელიც თავისი როლით და არსით უნდა ებრძოდეს ტოქსიკური მასკულინობის გამოვლინებას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი გადაცემაში „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის არ დაუშვებს, მისმა შვილებმა მოისმინონ ბრალდებები, თითქოს იგი პრორუსულ ძალას წარმოადგენს და ვინც „ქართული ოცნების“ წევრებს პრორუსს დაუძახებს „ცხვირ-პირში მიიღებს“.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, თუკი „ოცნების“ წევრებს არ მოსწონთ, რასაც ეძახიან, მაშინ თავის ქმედებებზე უნდა დაფიქრდნენ.

„ძალადობა არ არის არასდროს გამართლებული და ძალადობის შემდეგ „მაგრამ“ არ იწერება. მით უმეტეს ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება. მათ თუკი არ მოსწონთ ის, რასაც ეძახიან, უნდა იფიქრონ თავის ქმედებებზე და იმ მიზეზებზე, რის გამოც დაიმსახურეს ეს იარლიყი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება