„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს. პარტია ეხმაურება დღეს განხორციელებულ თავდასხმებს პარტიის წევრზე და „ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე.

„რამდენიმე წუთის წინ, უცნობი პირები საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და უმოწყალოდ სცემეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს - დავით ოსიყმიშვილს, რომელსაც სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდებოდა.

დღეს, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს და ტელეწამყვანს, მიშა მშვილდაძეს თბილისში უცნობი პირი თავს დაესხა.

„რუსულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა კობახიძემ და ღარიბაშვილმა ღიად და დაუფარავად დაგვიანონსეს სიკვდილი და ძალადობა!

ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ ჩვენი მომავლისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა!ძალა ხალხშია!", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის