პეტრე ცისკარიშვილი პარტიის თანამშრომელზე თავდასხმაზე - მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავს, სასწრაფო და აუცილებელია რეაგირება მოახდინონ  დანაშაულზე

ჩვენს თანამშრომელს, ცენტრალური ოფისის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს თავს ესხმიან მუხანათურად, სახლთან უსაფრდებიან. ირაკლი კობახიძეები და სხვა „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელები პირდაპირ ავალებენ, ასე იძალადონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანზე, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა.

პეტრე ცისკარიშვილი პოლიციის განყოფილებასთან იმყოფებოდა.

ის მოუწოდებს სამართალდამცავებს, შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

„დათოს სახლთან ჩაუსაფრდნენ მომზადებული „ოცნების“ ზონდერები. მიზანმიმართულად, ოღონდ მუხანათურად, ისე რომ არც იყურებოდა, ზურგიდან თავს დაესხა რამდენიმე ნაძირალა ადამიანი. ეს რეჟიმი სულ უფრო და უფრო აგონიაში მყოფი ემსგავსება ლუკაშენკოს და ასლან აბაშიძის ერთობლივ ნაჯვარს, ასეთი ტიპის რეჟიმი გვყავს ჩვენ, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მთავარი ბრალდება, რაც მათ მიმართ აქვს ქართველ ხალხს, ეს რუსობა და პროპუტინისტობა, ბოლომდე მიეწებათ, ამას ვერ ინელებენ და ნებისმიერ აქტიურობაზე, ეს იქნება სოციალურ ქსელში თუ სადღაც, ჩვენს თანამშრომელს, ცენტრალური ოფისის სამეურნეო განყოფილების თანამშრომელს თავს ესხმიან მუხანათურად, სახლთან უსაფრდებიან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავს, სასწრაფო და აუცილებელია რეაგირება მოახდინონ ამ დანაშაულზე, მიიღონ შესაბამისი ზომები და დააკავონ ეს ნაძირალა ადამიანები, რომლებმაც თურმე სამედიცინო ნიღბები გაიკეთეს და ამით უნდათ, რომ ვერავინ ვერ ამოიცნოს, თორემ მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდება. უდანაშაულობის განცდა, რომელიც ამ დამნაშავეებს, მოძალადეებს დაეუფლათ, რადგან პირდაპირ ავალებენ მათ ირაკლი კობახიძეები და სხვა „რუსული ოცნების“ ხელმძღვანელები, ეს იძალადონ ყველა ოპოზიციურად განწყობილ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანზე, ეს მათ არ უნდა შერჩეთ, აუცილებლად უნდა გამოვლინდეს დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა“,-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამეურნეო განყოფილების თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმასთან დაკავშირებით.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით