იენს სტოლტენბერგი - მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ნატო  დაიცავს ყველა მოკავშირეს

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოსკოვსა და მინსკს გაეგზავნა მკაფიო გზავნილი, რომ ალიანსიდაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს.

„ჩვენ გავუგზავნეთ მკაფიო მესიჯი მოსკოვსა და მინსკს, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს, ნატო-ს ტერიტორიის ყოველ ინჩს. ჩვენ უკვე გავზარდეთ ჩვენი სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უფრო მაღალი მზადყოფნის ძალებითა და მეტი შესაძლებლობებით მომავალ სამიტზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ჰააგაში, ნატო-ს შვიდი ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ალიანსი მზადაა დაიცვას მოკავშირეები ბელარუსისა და რუსეთისგან და რომ „ვაგნერის“ ამბოხებასთან დაკავშირებული მოვლენები რუსეთის შიდა საქმეებია".

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ჰააგაში ნატო-ს შვიდი მოკავშირის ლიდერებს შეხვდა. მათ ალიანსის ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის მომზადების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, ბელგიის პრემიერ- მინისტრი ალექსანდრე დე კროო, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ შტორე, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ესწრებოდნენ.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ამბოხებამ აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის უკანონო ომმა რუსეთში განხეთქილება გააღრმავა.

„ამავდროულად, ჩვენ არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ რუსეთი. ასე რომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის