კახა კალაძე ჟურნალისტებს - ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, ძალადობა არის მიუღებელი - ძალადობაა ადამიანის დაბულინგებაც, ტალახის სროლა, ეთერებიდან გინება, შეურაცხყოფა - ორმაგი სტანდარტი გაქვთ, ეს არის ფარისევლობა

ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა არის მიუღებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორ კალაძემ აღნიშნა, ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალურიც.

„ძალადობა, ნებისმიერი ადამიანისთვის უნდა იყოს მიუღებელი, ყველანაირი ძალადობა. ძალადობა მარტო ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ვერბალური, ტელევიზიების საშუალებით, რაც სამწუხაროა. სოციალურ სივრცეში ადამიანების დაბულინგება, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ყველა უნდა ვებრძოლოთ ამ ყველაფერს. არის შემთხვევები, როცა ხდება კონკრეტული ადამიანების გაშავება, მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ტალახის სროლა და ეს ძალიან ცუდია, ვისგანაც არ უნდა იყოს. ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა არის მიუღებელი. ბევრი ფაქტი შემიძლია მოგიყვანოთ, იგივე პირდაპირი ეთერით გაკეთებული განცხადებები, გინება, შეურაცხყოფა, თუნდაც პრეზიდენტთან მიმართებით ერთ-ერთი ტელევიზიის დამფუძნებლის განცხადებები. ორმაგი სტანდარტია. თქვენ რეალურად არ გაინტერესებთ ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა, თქვენ გინდათ, ეს გამოიყენოთ პოლიტიკურად, ეს ორმაგი სტანდარტი ყველაფერში გახასიათებთ და ვფიქრობ, ეს არის ფარისევლობა. როცა ხდება ამგვარი ფაქტები, უნდა გამოხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი გულისტკივილი და პროტესტი ასეთი ფაქტების მიმართ. არ მახსოვს გამოსულიყავით და გაგეპროტესტებინათ ასეთი ქმედებები. თუნდაც ერთ-ერთი აქციის დროს, როდესაც იყო მცდელობა პოლიციელების ცოცხლად დაწვის, არ მახსოვს, გაგეპროტესტებინათ, პირიქით, მცდელობა გაქვთ, რომ წაახალისოთ ეს ყველაფერი და გმირებად გამოაცხადოთ ასეთი ადამიანები, ეს ძალიან დამაზიანებელი და ცუდია. ჩემი კოლეგების, პარლამენტარების მიმართ გაკეთებული განცხადებები ტელევიზიებისგან იგივე ძალადობაა. ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არსებობს. სიტყვიერი ძალადობაა რასაც აკეთებთ პოლიტიკოსების ოჯახების წინააღმდეგ, როცა უვარდებით ოჯახებში. როცა კონკრეტულ შეკითხვაზე არ მაქვს სურვილი, რომ გაგცეთ პასუხი, ამ დროს როგორ იქცევიან ჟურნალისტები? ესეც ძალადობაა. ის, რასაც თქვენ, თქვენი ტელევიზიების საშუალებით აკეთებთ, ჩვეულებრივი ძალადობაა, რასაც ვგმობ და მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა. თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება