პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ასარჩევად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები “ჩააგდო “.

მხარდაჭერა ვერც გიორგი ბაქრაძემ და ვერც დიმიტრი ჯაფარიძემ მიიღო.

ბაქრაძის კანდიდატურის მომხრე მხოლოდ 5 დეპუტატი იყო (3 - წინააღმდეგი). ასევე, ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დიმიტრი ჯაფარიძეს.

კენჭისყრის ამ შედეგით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ორივე კანდიდატურა „ჩავარდა“.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს