პაატა დავითაია - ძალადობის გახშირებული ფაქტები აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ძალიან სახიფათოა

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ის გახშირებული ფაქტები, რაც ბოლო პერიოდში ხდება. ეს ამწვავებს პოლარიზაციას ჩვენს საზოგადოებაში და ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ფაქტები პოლიტიკურ ოპონენტებსა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანებზე სახიფათო და აბსოლუტურად მიუღებელია.

„მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მსგავს ძალადობის ფაქტებსა და დანაშაულებზე, გამოვლინდნენ და დაისაჯონ მოძალადეები, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა