თათია ნიკოლაშვილი - შანტაჟის, მუქარის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში უწევს მედიას მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, როცა ერთი ადამიანის ხელშია ძალაუფლება, ურთულესი და შეუძლებელი ხდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა

შანტაჟის, მუქარის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში უწევს მედიას მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. როცა ერთი ადამიანის ხელშია ყველანაირი ძალაუფლება, ურთულესი და შეუძლებელი ხდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა განაცხადა, რომელიც სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიმდინარე საქმეთა კომიტეტის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ყრილობაში მონაწილეობს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებაში არის რუსული რეჟიმი და ოლიგარქიული მმართველობა.

„აშშ-მa, ჩვენს 4 მოსამართლეს დაადო სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა ჩვენ, ოპოზიცია, ვსაუბრობთ ქვეყანაში უსამართლობაზე, სასამართლოს არ არსებობაზე, არადემოკრატიულ პროცესებზე - ეს ფაქტი ადასტურებს რეალობას, რის გამოც ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება დაესანქცირებინათ მოსამართლეები, რომელიც საქართველოს ისტორიაში არის უპრეცედენტო.

ეს ყველაფერი საჯარო ხდება სხვადასხვა ოპოზიციური ტელევიზიის საშუალებით - საჯარო ხდება ისეთი შემაშფოთებელი ფაქტები, როგორიცაა მოსმენები. უსმენენ ყველას: სამოქალაქო პირებს, პედაგოგებს, ჟურნალისტებს, სასულიერო პირებს, საელჩოებს, დიპლომატებს - სამწუხაროდ, არც ერთ ასეთ ფაქტზე სასამართლო საქმე არ აღძრულა. შანტაჟის, მუქარის, ოლიგარქიული მმართველობის პირობებში უწევს მედიას მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. როცა ერთი ადამიანის ხელშია ყველანაირი ძალაუფლება, ურთულესი და შეუძლებელი ხდება დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა, რადგან მათზე ახორციელებენ შანტაჟს, ზეწოლას ჩვენს ქვეყანაში, ადებენ ყადაღას.

რუსი ოლიგარქის დავალებით წელიწად-ნახევარი გამოკეტეს ციხეში, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად გათავისუფლდა.

„ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ქვეყნიდან დევნილია პოლიტიკური ნიშნით, „ფორმულას“ მეორე დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს გუშინ თავს დაესხნენ, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახო სანაიას, ქუჩაში ოჯახთან ერთად მყოფს დაესხნენ თავს. ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ხელისუფლების მიერ წახალისებულმა მოძალადეებმა მოკლეს, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარეობს დევნა ხელისუფლების მიერ, დღისით, მზისით ხელისუფლების ზონდერ ჯგუფები, ჟურნალისტებს ქალაქის ცენტრში ფიზიკურად უსწორდებიან.

ასეთი უმძიმესია რეალობა მედია მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. უმნიშვნელოვანესია რეგიონული მედია საშუალებების არსებობა, დემოკრატიის განვითარებისთვის, რეალური თვითმმართველობისთვის, სადაც ადამიანების რეალური პრობლემების გაშუქება, გასაჯაროება, განხილვა უნდა მიმდინარეობდეს“, - განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება