ლევან ხაბეიშვილის დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ „აუცილებელი მოგერიების პირობებში თითებს, ხელებს დაალეწავენ ბექა ოდიშარიას, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის მსგავსებს“.
კობახიძის განმარტებით, „არასერიოზული კაცის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან თავადაც არასერიოზული გამოვა“.
კითხვაზე, პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი მოწოდებები რამდენად შეამცირებს პოლარიზაციას, კობახიძე ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი ტენდენციაა, არავინ არ უნდა წაახალისოს ამ ქვეყანაში, არც ფიზიკური, არც ვერბალური ძალადობა".
"მათ შორის, პირველ რიგში, აქეთკენ მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მოვუწოდებთ NGO-ებს და მოვუწოდებთ ბუნებრივია, მათ პატრონებს, არავინ წაახალისოს ძალადობა, ნუ დაარქმევენ ვერბალურ, თუ ფიზიკურ ძალადობას სამოქალაქო აქტივიზმს, იმიტომ, რომ სხვებიც იჯერებენ მერე და ხედავთ, რომ ძალადობის კონკრეტული ფაქტები იყო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, ნუ წაახალისებენ ნურც ფიზიკურ და ნურც ვერბალურ ძალადობას.
რაც შეეხება ხაბეიშვილს, მისი დამტვრეული არავის არაფერი უნახავს, მაქსიმუმ, კრამიტები დაამტვრიოს საკუთარ სახლში“, - განაცხადა კობახიძემ.