ირაკლი ფავლენიშვილი - საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის მსხვერპლად მცნო 2021 წლის 23 თებერვალს დაკავების საქმეზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 23 თებერვალს დაკავების საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ძალადობის მსხვერპლად ცნო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჩემი საქმის ადვოკატი, არაჩვეულებრივი პროფესიონალი ივანე პეტრიაშვილია. დიდი მადლობა მას დაუღალავი შრომისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრეცედენტის შექმნისთვის კლანის მიერ მართული სასამართლო სისტემის პირობებში. რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდგომ აუცილებლად შეიცვლება ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების უკანონო დაკავებების, ფიზიკური ანგარიშსწორების მავნე პრაქტიკა, ხოლო ამ დევნის ინსტრუმენტებს აღარ მიეცემათ სახელმწიფო და ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის საშუალება. მათ მოუწევთ წარდგომა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების წინაშე!“ - წერს ირაკლი ფავლენიშვილი სოციალურ ქსელში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში