დაჩი ბერაია შალვა პაპუაშვილს - ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა, ჩემი თხოვნაა შეგვატყობინოთ, როცა ის პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ

უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიმართა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პარლამენტში მისვლის თაობაზე უმრავლესობის დეპუტატები გააფრთხილონ.

შესაბამისი განცხადება ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

„ბატონო თავმჯდომარე, მინდა თხოვნით მოგმართოთ, ჩვენი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ხაბეიშვილი ხელების დამტვრევით დაგვემუქრა. ჯერ ერთი, თან ძალადობას გმობს და თან ხელების დამტვრევით რომ გვემურება, ეს როგორ ჯდება ერთმანეთში, არ ვიცი, თუმცა ჩემი თხოვნა იქნება: ლევან ხაბეიშვილი დამუქრების შემდეგ ჯერ არ გამოჩენილა და იქნებ შეგვატყობინოთ, როცა ხაბეიშვილი პარლამენტის შენობაში შემოვა, რათა უკეთესად მოვემზადოთ, პრევენციული ღონისძიებები გავატაროთ, ხელებს გავუფრთხილდეთ და არ დავამტვრევინოთ მას“, - განაცხადა ბერაიამ პარლამენტის სხდომაზე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს