პაატა შამუგია - შხამივით მოედო მთელს კულტურის სხეულს წულუკიანის მავნე პოლიტიკა - პარლამენტისგან ვითხოვთ კულტურის თემა დღის წესრიგში დააყენონ

შხამივით მოედო მთელს კულტურის სხეულს წულუკიანის მავნე პოლიტიკა - პარლამენტისგან ვითხოვთ დღის წესრიგში დააყენონ კულტურის თემა,- ამის შესახებ პოეტმა პაატა შამუგიამ ჟურნალისტებთან პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კულტურის სფეროში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი აუცილებელია.

„მწერლები იყვნენ ის ადამიანები, ვინც კულტურის სამინისტროსგან მიიღეს დარტყმა და საგრძნობი იყო თავიდანვე, რომ ეს არ დამთავრდებოდა მწერლებით და გავრცელდებოდა ყველა სფეროზე. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ თვალს, შხამივით მოედო მთელს კულტურის სხეულს წულუკიანის მავნე პოლიტიკა. პარლამენტისგან ვითხოვთ დღის წესრიგში დააყენონ კულტურის თემა, ისაუბრონ ამ თემებზე და იმ ცენზურაზე, რომელიც ამ სფეროშია ყველა სესიაზე, ყველა შეხვედრაზე. ვფიქრობ, ყველა გზა უნდა ვცადოთ, მათ შორის, საჯარო შეხვედრები, სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს”, - განაცხადა პაატა შამუგიამ.

ცნობისთვის, პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველ ხელოვანთა საინიციატივო ჯგუფი სფეროში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ითხოვს კულტურის კომიტეტზე მათთან და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან საჯარო შეხვედრა გაიმართოს. შესაბამისი წერილით ისინი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეს მიმართავენ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა