კუმარ აიერი - მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული

მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა განაცხადა.

“დავიწყებ იმით, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა საქართველოში რამდენიმე თვის წინ და ამ ვიზიტისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პარტნიორობა, რომელიც დიდ ბრიტანეთს აქვს საქართველოსთან და ქართველ ხალხთან… და ამ მხრივ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯისთვის, რომელიც სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად იქნა გადადგმული. მეორე მიზანია ის, რომ ჩვენ ვხედავთ და ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მთავრობა არ გაჩერდება, იგი გააგრძელებს სხვადასხვა გზების ძიებას. ასე რომ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია თუ როგორ გავაგრძელოთ ეს ძალისხმევა, რომ საბრძოლო საქონელმა რუსეთში არ მიაღწიოს.

ელჩმა ო’ბრაიენმა სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ გავლენაზე, რომელიც ამას რუსეთზე აქვს. უპირველეს ყოვლისა, ამას გავლენა აქვს ბრძოლის ველზე. ვიცით, რომ ბევრი რუსული იარაღის დასავლურ ნაწილებზე არის დამოკიდებული, ნაწილებზე, რომლებიც ჩვენს მიერ დასანქცირდა. ბრძოლის ველის განხილვიდან და ანგარიშებიდან ვიცით, რომ ამ ნაწილების დასავლეთიდან მიღება აღარ შეუძლიათ, ისინი ნაკლები ხარისხის ნაწილებს იყენებენ და მათი იარაღის ეფექტურობაც მცირდება.

ძალიან ღიად და საჯაროდ ვლაპარაკობდით იმ კომპონენტებზე, რომლებზეც ყველაზე მეტად ვართ შეშფოთებულები, ისინი ჩვენს ვებგვერდზეა. ეს იგივე 38 საქონელია, რომლებზეც დიდი ბრიტანეთი, აშშ და ევროკავშირი ფოკუსირებულნი არიან და ყველანი ერთსა და იმავე აზრზე ვართ ფოკუსირებულნი”, - განაცხადა აიერმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს