„ქართული ოცნება“ არა მარტო რეალურად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ პირდაპირ მისი გაგრძელება გახდა , - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
დავით ჭიჭინაძის თქმით, ვერაგული ანგარიშსწორებები და დახვედრები, რაც ბოლო დროს ხდება, ქართულ ხასიათში არ დევს.
„ „ქართული ოცნება“ არა მარტო რეალურად დაემსგავსა „ნაციონალურ მოძრაობას“, თან მათი ხელისუფლებაში ყოფნის ყველაზე ცუდ პერიოდს, არამედ პირდაპირ მისი გაგრძელება გახდა, როგორც შემადგენლობით, ისე ქმედებებით, რადგან მარტო ოპოზიციის წარმომადგენლებზე არა, უკვე ხალხზე ძალადობენ. ხელისუფლება ძალადობაზე ხომ მაშინ გადადის, როდესაც აღარც არგუმენტები აქვს და საქმის კეთებას ცემა-ტყეპა ურჩევნია. ასე ვერაგული ანგარიშსწორებები და ვერაგული დახვედრები კი, რაც ბოლო დროს ხდება, ნამდვილად არ დევს არც ქართულ ხასიათში და არც ჩვევებში”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.