ანრი ოხანაშვილი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომ არის გარანტირებული, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში რომ არის გარანტირებული, საქართველოში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ოხანაშვილის თქმით, უმრავლესობის დეპუტატის მარიამ ლაშხის მიერ გამოთქმული იდეა პირადად მისი აზრია და “ქართული ოცნება“ არავითარი ცენზურის დაწესებას არ აპირებს.

“ცენზურაა ის, როცა იდეის და აზრის გამოთქმის გამო ბულინგს იწყებ. არავითარი ცენზურის ინიციატორი მარიამ ლაშხი არ არის.

თუნდაც ვინმე ფიქრობდეს, რომ ჩემი იდეა არასწორია, უნდა გვქონდეს უნარი, რომ სხვის იდეას ჰუმანურად მოვეპყრათ - კი ბატონო, გავაკრიტიკოთ, მაგრამ ცენზურას არ უნდა დავუქვემდებაროთ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დეპუტატსაც აქვს. კეთილი ინებონ და სანამ სხვას მიუთითებენ სიტყვისა და გამოხატვის უფლებაზე, თავად გააცნობიერონ, რას ნიშნავს ეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა, ირლანდიის პარლამენტის მსგავსად, საქართველოს პარლამენტშიც უნდა იყოს შეურაცხმყოფელი სიტყვების ჩამონათვალი, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობისას არ უნდა გამოიყენონ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს