პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ “გირჩის“ ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ ინიციატივა არ გაიზიარა და შესაბამისი დადგენილების პროექტი “ჩააგდო“.

“გირჩმა“ პარლამენტისგან 2020 წელს - საპარლამენტო არჩევნების წინ, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ფიზიკურ პირებზე საკუთრებაში გადაცემისა და შემდგომში ამ რეგისტრაციის გამო დაწყებული გამოძიებების შესწავლა მოითხოვა, თუმცა მათ ინიციატივას მხოლოდ 16-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

როგორც დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე განმარტა, 2020 წელს, პარლამენტის არჩევნების წინ, საქართველოს რეგიონებში, სავარაუდოდ, ამომრჩევლების მოსყიდვის მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად დაიწყო მიწების საკუთრებაში რეგისტრაცია იმ ადამიანებზე, ვინც წლების განმავლობაში ფლობდნენ და იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. მისივე განცხადებით, 2021 წელს, არჩევნების შემდგომ, დაიწყო ამ ხალხის დაბარება პროკურატურაში გამოკითხვებზე ჯერ მოწმის სახით, შემდგომ კი როგორც ბრალდებულების, რომლებსაც თაღლითური გზით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ქონების მისაკუთრებას ედავებიან.

“გირჩის“ ინფორმაციით, რამდენიმე ასეული პირი პირობით მსჯავრს იხდის, ხოლო ნაწილი, ვინც საპროცესო გარიგებას არ დათანხმდა, ამ საქმეში დღემდე ბრალდებულები არიან და არ იციან როგორ გადაწყდება მათი ბედი. ასევე პასუხისმგებლობაში მისცეს ადამიანები, რომელიც ამ პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობის პირები იყვნენ.

“გარდა იმისა, რომ ბრალდებულებს დაუყადაღეს ანგარიშები, საკუთრებაში არსებული ქონება და არსებობის საშუალება არ ეძლევათ, არიან მუდმივ გაურკვევლობაში, გამოცხადებულები თაღლითებად და დამნაშავეებად იმ ქმედებისათვის, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლების მოწოდებით და მათი ინიციატივით განახორციელეს.

ფაქტია, რომ ზემოხსენებული სქემა მმართველმა ხელისუფლებამ გამოიყენა წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიისთვის ხმების მოსაბილიზირებლად, რითაც ზიანი საქართველოს მოქალაქეებს მიადგა. ასევე, არსებობს რისკი, რომ ეს თემა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოიყენოს წინასაარჩევნოდ ადამიანების ტრადიციულად შეცდომაში შესაყვანად.

შესაბამისად, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, დროებითი საგამოძიებო კომისია წარმოადგენს დამატებით ბერკეტს გამოაშკარავებული და სათანადოდ რეაგირებული იყოს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი, უკანონო ქმედებები.

ჩვენს ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, მსგავსი პრობლემები არის საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში, იქნება ეს საგურამო, გუდაური, საირმე, გომის მთა და ა.შ. და შეეხება საქართველოს ათასობით მოქალაქეს“, - აცხადებს დეპუტატი იაგო ხვიჩია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს